ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის წესში

სიახლე მომავალი მძღოლებისთვის – მართვის მოწმობის აღება მარტივდება. როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული გამოცდებზე დასაშვები შეცდომების ლიმიტი იზრდება.

თეორიის ჩაბარების დროს მოქალაქეს ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება. რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის იმ ნაწილს, რომელიც მანქანის რეალურ სივრცეში, ანუ ქალაქის ქუჩებში მართვას გულისხმობს – ამ შემთხვევაში მომავალ მძღოლებს გარკვეული ხარვეზების გამოსწორების შანსები მიეცემათ.

გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებით ხსნის. თუმცა სიახლეს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები, რომლებიც საგამოცდო ტესტების და დავალებების გამარტივებას და ობიექტურ მიდგომას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევენ და საგამოცდო პროცესის სისტემურ გადახედვასთან ერთად გამომცდელების შეფასებების მონიტორინგს ითხოვენ.