ცვლილებები მანიფესტაციების კანონში

21:28, 29.05.2018

ტექნიკური ხასიათის ცვლილება თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა – საპარლამენტო უმრავლეობის მიერ მომზადებულ კანონპროექტებზე პარლამენტის თავმჯდომარეს მესამე სექტორთან განმარტებების გაკეთება დასჭირდა.

საქმე ეხება ცვლილებებს, რომელთა მიხედვით იზრდება იმ უწყებების წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეკრების და მანიფესტაციის გამართვა ეზღუდებათ. განხილვის საგანი იყო ის კანონპროექტიც, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს შემოქმედებითი ნაწარმოებების ავტორებს უწესებს. მესამე სექტორი სახალხო დამცველთან ერთად ორივე პროექტის კორექტირებას ითხოვს.

 

მსგავსი