ცვლილებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“

ორდღიანი დაძაბულობისა და მწვავე დებატების შემდეგ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია. პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა, გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს. თუმცა საბოლოო კენჭისყრაზე, პროექტი კორექტირებული სახით გავიდა. ანუ ჩაიწერა, რომ შემზღუდავი ზომები დროებითი იქნება და მათი გატარება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ, თუ 15 ივლისის შემდეგ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება, ამ ვადის გადასაწევად ან საგანგებო მდგომარეობის თავიდან გამოსაცხადებლად, პარლამენტს თავიდან მსჯელობა მოუწევს. კანონპროექტის ჩასწორებას ოპოზიცია მისი, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის დამსახურებად მიიჩნევს, თუმცა კანონის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც აპირებს. კორექტირების მიუხედავად, პარლამენტში დღესაც ხმაურიანი განცხადებები ისმოდა.

კანონპროექტის ჩასწორებას, წინ უმრავლესობისა და სახალხო დამცველის კონსულტაციები უძღოდა. კმაყოფილია თუ არა ომბუდსმენი საბოლოო ვერსიით? – თეონა მანაგაძის ჩართვა საკანონმდებლო ორგანოდან.