ცვლილებები კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

ხმაურის ფონზე წარიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ინიცირებული კანონ-პროექტის განხილვა პარლამენტში.

საკომიტეტო სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ მედია-საშუალებების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საკანონმდებლო ინციატივის მიღმა მედიაზე ცენზურის მცდელობას ხედავენ. მარეგულირებელმა პროექტის მოწინააღმდეგეებს განუმარტა, რომ ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს ეხება და მომხმარებელთა დაცვას ისახავს მიზნად, რათა დარღვევების გამოუსწორებლობის გამო კონკრეტული კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საჭიროება არ დადგეს. პოზიციების შეჯერება დღეს ვერ მოხერხდა.