ცვლილებები კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა. სადავო კანონპროექტზე მსჯელობა ამჯერადაც ხმაურის ფონზე წარიმართა. ერთმანეთს დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებს, რასაც მმართველ გუნდში და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ იზიარებენ. მათი თქმით, ბიზნესის შენიშვნების გათვალისწინება მოხდა და კომპრომისული დოკუმენტი შემუშავდა. „მაგთიკომის“ ერთ-ერთმა მეწილემ, რომლიც ცვლილებების პირველ ვარიანტს მკვეთრად აკრიტიკებდა, დღეს აღნიშნა, რომ 90-იანი წლების შემდეგ, ბიზნესისა და სახელმწიფოს მსგავსი პოზიტიური თანამშრომლობა არ შემდგარა.

დატოვე კომენტარი