ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში – შეფასებები
გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით მსჯელობენ – ცვლილებებით კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ასევე ზუსტდება გრანტების განმარტება. დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა ახდენდეს გავლენას ხელისუფლებაზე.
ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა და ამ მიმართულებით სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და მმართველი პარტია ლეგიტიმაციის პრობლემის სამართლებრივი გზით გადაჭრას ცდილობს.