ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში – გამოხმაურება

18:08, 02.02.2026

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი.
გრანტების შესახებ კანონში გამოცხადებული ცვლილებები, „რომლებიც „გრანტის“ სამართლებრივი განმარტების გაფართოებას მოიცავს, ძალიან ფართოა და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივ და ლეგიტიმურ საქმიანობას.“ „შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შეთავაზებული სიახლეებით, რომლებიც მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს. ისინი არ შეესაბამება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს მიერ შეკრების თავისუფლების უფლების გარანტირების ვალდებულებებს. ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს შესწორებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ,“ – აცხადებს მაიკლ ო’ფლაერტი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიზანია, სერიოზულად შეარყიოს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, რაც მისივე განმარტებით, ქვეყანაში 2024 წელს დაიწყო.

აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

მსგავსი