ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში 

12:08, 08.04.2026

„გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიპლომატიურ საქმიანობაში არაფერი იცვლება, თუმცა იმისთვის, რომ ბუნდოვანება არ არსებობდეს, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტება კეთდება. მომზადებულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

მსგავსი