ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში

21:31, 07.04.2026

ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის ფონზე მიღებულ კანონში ცვლილება შედის.

საუბარია გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ შეცვლილ კანონმდებლობაზე, რომელსაც ახალი ჩანაწერი დაემატება. ანუ დაზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტი და ჩაიწერება, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების, საელჩოების, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადარიცხული თანხები გრანტად არ მიიჩნევა, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მთავრობისგან ნებართვის მიღება საჭირო არ იქნება. საუბარია იმ ფინანსურ რესურსებზე, რომლებსაც საქართველოში მოქმედი წარმომადგენლობები საქმიანობის წარსამართად საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებისგან მიიღებენ. თუმცა, თუ საელჩო ან საერთაშორისო წარმომადგენლობა პოლიტიკური მიზნებით, ან საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად გასცემს თანხებს, მას გრანტის დეფინიცია ექნება და მთავრობისგან ნებართვა დასჭირდება.

მსგავსი