ცვლილებები ,,გრანტების შესახებ’’ კანონში

15:16, 15.04.2025

„გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს პლენარულ სხდომაზე. ცვლილებები მომხსენებელმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. დეპუტატმა დეტალურად განმარტა, რა არის მიზეზი. ითქვა, რომ გრანტები პოლიტიკური ნიშნით გაიცემა და დესტაბილიზაციას ხმარდება. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

მსგავსი