ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების, ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარეობს. პირველი მოსმენით, საკომიტეტო განხილვის დროს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დააზუსტა, რომ თუ საელჩო დააპირებს გრანტი გასცეს საქართველოს მოქალაქეზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ამისთვის კვლავაც საჭირო იქნება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება. მომზადებულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.