ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში 

15:08, 08.04.2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინიციატივის მიხედვით, საელჩოების, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საკუთარი სახელმწიფოებიდან მიღებული სახსრები გრანტად არ მიიჩნევა. კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რეალურად, დიპლომატიურ საქმიანობაში არაფერი იცვლება და მეტი სიცხადისთვის, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტება კეთდება.

არჩილ გორდულაძის თქმით, თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თანხას თავისი ქვეყანა ჩაურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და ასეთი თანხა საელჩოს საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა თუ საელჩო ამ თანხებს გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ეს გრანტად ჩაითვლება და მთავრობასთან შეთანხმება იქნება საჭირო.

მსგავსი