ცვლილებები „გრანტების“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში

დღესვე, სავარაუდოდ, პლენარულ სხდომაზე „გრანტების“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივით, ზუსტდება გრანტის ცნება და მათ შორის გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მცდელობას, ასევე ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამასთან, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. რაც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს, ცვლილების მიხედვით ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში ეკრძალება. წარმოდგენილ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.