ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესში

21:05, 06.06.2025

პოლიტიკურ წრეებში სადავო მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა – გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს აკადემიური სფეროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეთიშებიან. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების პირველი პირის კანდიდატურებს 15-წევრიანი საბჭოს წევრები თავად დაასახელებენ და ხმათა უმრავლესობით არჩეულ კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ. პროექტის მიხედვით, თითოეულ წევრს ერთი კანდიდატის დასახელების უფლება ექნება. საპროკურორო საბჭოს ფუნქციების და საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა – ასე ხსნის ხელისუფლება ინიციატივას, რასაც ოპონენტების მხრიდან უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. ვინ შეცვლის გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე – კანონ-პროექტის მიხედვით, მცირდება არჩევისთვის გათვალისწინებული ვადებიც, რაც ნიშნავს, რომ საპროკურორო საბჭოს კანდიდატურის ასარჩევად ერთი თვის ნაცვლად მხოლოდ ერთი კვირა აქვს.

მსგავსი