ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან სამ დღეში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.
საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაანონსებული ცვლილებების ძირითადი ნაწილი ეროვნული ბანკის მმართველ რგოლს ეხება. კერძოდ, მკაცრდება საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის საჭირო კრიტერიუმები, მათ შორის შემოდის ეკონომიკურ სფეროში საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების ვალდებულება. ცვლილებებია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების წესშიც. თუ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ მოახერხებს ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობა შეასრულოს და ერთი თვის ვადაში საბჭო მის შემცვლელს ვერ შეარჩევს. მოვალეობის შესრულების ვალდებულება ავტომატურად დაეკისრება ეროვნული ბანკის საბჭოს ყველაზე ადრე არჩეულ წევრს. საკანონმდებლო ინიციატივამ პირველი მოსმენით უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა. თუმცა, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ეთანხმება ოპოზიცია და ცვლილებებს მხარს არ უჭერს.