ცვლილებები ენერგეტიკულ ბაზარზე

ცვლილებებია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.

მოქალაქეებს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიას „თელასი“ და „ენერგოპროჯორჯია“ აღარ მიაწოდებენ. ამ ფუნქციას ორი ახალი კომპანია შეითავსებს. ცვლილებებს ქვეყანას ევროდირექტივები ავალდებულებს, რომლის მიხედვით მსხვილი ენერგოკომპანიები მხოლოდ გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრეებად რჩებიან. სიახლე სამომხმარებლო ტარიფების გაზრდაზე არ აისახება, რადგან სემეკ-ს 2025 წლამდე ტარიფი უკვე დადგენილი აქვს. ეს ენერგეტიკის სფეროში რეფორმირების პირველი ეტაპია. უახლოეს პერიოდში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იგეგმება. მიზანი ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის ზრდაა.