ცვლილებები ელექტრონული მაუწყებლობის შესახებ კანონში

რაზეა კანონპროექტი, რომელიც დილიდან პოლიტიკური დისკუსიების თემაა – ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მარეგულირებელ კომისიას, მაუწყებლების საქმიანობაში ჩაერიოს. თავად კომისიაში კი განმარტავენ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში.

დატოვე კომენტარი