ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში 

სხვადასხვანაირად იკითხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც.

ოპოზიციის ნაწილი და ცალკეული მედია საშუალებები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტში საფრთხეს ხედავენ და კომისიას მედიაზე ცენზურის დაწესების მცდელობაში ადანაშაულებენ. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი კომპანია რაიმე დარღვევაზე პასუხს არ აგებს და ეს სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის, მარეგულირებელს იქ დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია.

კომისიამ დღეს პროექტის მოწინააღმდეგეებს განუმარტა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებში მედია საერთოდ არ იგულისხმება, თუმცა ადრესატებისთვის განმარტება საკმარისი არ აღმოჩნდა.