ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში

12:11, 28.05.2026

პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური აკადემიის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტის ავტორი, საგარეო საქმეთა სამინისტროა. ინიციატორების განმარტებით, საგარეო საქმეთა სისტემაში უმაღლესი სასწავლებლის არსებობა, ხელს შეუწყობს პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას. მსურველები ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ და პირველ ეტაპზე 70 აბიტურიენტის მიღებაა დაგეგმილი. ცვლილებების თანახმად, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტში დღესვე იგეგმება.

მსგავსი