ცვლილებები აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში – საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის თანადაფინანსების პირობები იცვლება.
თუ აქამდე ფერმერებისთვის რისკების დაზღვევისას სახელმწიფოს თანამონაწილეობა 70 % იყო, მიმდინარე სეზონიდან ფინანსური მხარდაჭერა 5 %-ით იზრდება. კიდევ ერთით ცვლილება კი სადაზღვევო სექტორს ეხება. კერძოდ, თუ სტიქიით მიყენებული ზიანის აღწერისას პროცესის ვიდეოგადაღება არ მოხდება, სადაზღვევო კომპანიებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. სანქციის შემოღების მთავარი მიზანი ზარალის დათვლისას არასათანადო შეფასების პრევენციაა.