ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აპარატის უფროსის პოზიციაზე დანიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე ბექა ღვაჩლიანი წარადგინა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის მოქნილობასა და მისი საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის.