ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში   

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 100 ლარისა; 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე კი 100 ლარით, ნაცვლად 300 ლარისა. რაც შეეხება 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებას – ამისთვის ჯარიმა 300-ლარით განისაზღვრება.