ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ეხება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. პროექტის თანახმად, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ასი ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარის ოდენობით რჩება; 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება კი – გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას 300 ლარის ნაცვლად. 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის კი – 300-ლარიანი სანქცია შენარჩუნდება.