ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. კანონის მიხედვით, განისაზღვრება ის ადგილები, სადაც მსგავსი რეგულაცია იმოქმედებს. საუბარია მაღალმთიან რეგიონებსა და უღელტეხილებზე. ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

ზამთრის საბურავებთან ერთად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით მძღოლებს შესაძლოა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაც დაევალოთ. დამრღვევ პირს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობიდან ხუთი ქულა მოაკლდება. განხილვის შემდეგ, კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.