ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში

1000 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით – ასე დაისჯება სამართალდამცველის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ბრალდებული პირი.

იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის – 100 ლარიდან 1000 ლარამდე.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტით, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.