სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა დენის სალუქვაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე – ედნარ ნატარიძე. ჯაბა ფუტკარაძესა და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია, რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე. ისაუბრეს რეგიონში ტურისტულ სეზონზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც წელს განხორციელდა.