ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსში“

მიმდინარე კვირაში, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. ცვლილებების მიხედვით, გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა, ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდეს. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი – „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. კონსტიტუციური ორგანოების ლეტიგიტიმაციის არაღიარება დასჯადი ხდება. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი – კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ამ მიმართულებით სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება აუცილებელია. ოპოზიცია კი – მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და მმართველი პარტია ცდილობს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა სამართლებრივი გზით გადაჭრას.