ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

21:50, 28.03.2025

პაციენტს მისთვის სასურველი სამედიცინო მასალის მისაღებად სახელმწიფო პროგრამის დატოვება აღარ მოუწევს. ახალი რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეს შეუძლია, რომ ძვირადღირებული და უფრო ხარისხიანი სამედიცინო იმპლანტისთვის თანხა ჯიბიდან დაამატოს, ოპერაციასთან დაკავშირებულ სხვა ყველა ხარჯს კი მას კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს. ცოტა ხნის წინ ანალოგიური პრინციპი ამოქმედდა პალატის შერჩევაზეც. თუმცა როგორ სამედიცინო მასალების, ასევე პალატების ფასები სახელმწიფომ თავად გაწერა და ზედა ზღვარიც დააწესა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაუსვლელად სახარჯი მასალების და სხვადასხვა დამატებითი სერვისის საკუთარი ხარჯებით ანაზღაურების უფლება წლების განმავლობაში ექიმების და მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

მსგავსი