ცვლილება პირველკლასელთა მიღების წესში 

21:50, 23.02.2026

ექვს წლამდე ბავშვების სკოლებში ჩარიცხვასთან დაკავშირებული შეზღუდვა უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

ერთჯერადი გამონაკლისის დაშვებას იმ ბავშვების მშობელთა ნაწილი ითხოვს, რომელთაც ეს ცვლილება მიმდინარე წლიდან შეეხება. კერძოდ 2026 წლის სექტემბრიდან სკოლაში ვეღარ ჩაირიცხებიან მოზარდები, რომელთაც ექვსი წელი 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ. სწავლის ერთი წლით გადავადებით გამოწვეული სტრესია ის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მშობლებმა გამონაკლისის დაშვების თხოვნით პარლამენტს მიმართეს. თუმცა უარი მიიღეს. მიღებულ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ბავშვების საუკეთესო ინტერესებით ხსნის. პარლამენტის განათლების კომიტეტის ინფორმაციით დაკვირვებამ ცხადყო, რომ ემოციური და ქცევითი პრობლემები, ყველაზე ხშირად სწორედ იმ ბავშვებში ვლინდება, რომლებიც სკოლაში ხუთი წლის ასაკში შევიდნენ.

მსგავსი