ცვლილება გრიფირების წესში

განათლების სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს იწყებს.

ახალი ეტაპის დაწყებამდე, დაგეგმილია წინა წლების გრიფირების ანალიზი, გამოკვეთილი ხარვეზების დამუშავება და ახალი გრიფირების წესის დადგენა. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცხადდება VII კლასის სახელმძღვანელოების კონკურსი.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე.