ცვლილება დევნილების ბინებით უზრუნველყოფის წესში

სიახლე იმ დევნილებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან.

ბინების მოლოდინის პერიოდში ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიციარს სახლის მისაღებად საჭირო ქულები აღარ დააკლდება. შესაბამისი ცვლილება კანონში შევა. პროექტს პარლამენტმა მხარი დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა. სიახლეს დადებითად ხვდებიან, თუმცა ბინებით დაკმაყოფილების პროცესის გაჭიანურებაზე მიუთითებენ დევნილების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით სწრაფად უზრუნველყოფისთვის ახალი მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ, რათა დევნილებმა, რომლებიც ბინებს ათწლეულებია ელოდებიან, საცხოვრებელი ფართები დროულად მიიღონ, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.