ცუნამი ინდონეზიაში

სტიქია, რომელიც ფოტოკამერამ აღბეჭდა.

ინდონეზიას დამანგრეველი ცუნამი დაატყდა თავს.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა.

დაღუპულია ასეულობით ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის მიზეზი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა გახდა. ორ კუნძულზე სტიქიური პროცესების განმეორების საშიშროება ისევ რჩება.