სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისის სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამე აწარმოებდა. უწყების ცნობით, სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ.
შეგახსენებთ, რომ მუქარის შემცველი ინფორმაცია ტელეგრამარხზე ღამით გავრცელდა.
ცრუ შეტყობინებების საქმის დეტალებს მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს.