CRRC Georgia-ს კვლევა

საქართველოში რელიგიური რადიკალიზმი მწვავე პრობლემად დგას,- ეს არის CRRC Georgia-ს კვლევის შედეგი, რომელიც ორგანიზაციამ წარმოადგინა.

კვლევა ორთვიან პერიოდს მოიცავს.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით პანკისის რეგიონში დგას. მათივე განმარტებით, პანკისის ხეობისა და აჭარის ეკომიგრანტების თემების არაერთი წევრი შეეწირა სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტებს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაცია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს, რომ არ შეწყვიტონ დიალოგი საზოგადოებასთან.