COVID 19 - პანდემია მსოფლიოში

ტესტირებას ყოველდღე ჩაუტარებენ აშშ-ის პრეზიდენტს.

ეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ თანაშემწეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ცოტა ხნის წინ ვირუსი დაუდგინდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გუნდის წევრსაც. სავარაუდოდ, ის იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომლითაც პენსი აიოვაში მიფრინავდა. სწორედ აშშ-ია ახლა მსოფლიოს მასშტაბით ის ქვეყანა, სადაც ახალ ინფიცირებულთა მაჩვენებლები ყოველდღიურად რეკორდულია.

დაავადების გავრცელება სულ უფრო მასშტაბური ხდება რუსეთში. ვითარების სტაბილიზაცია ჯერ ისევ ვერ ხერხდება დიდ ბრიტანეთშიც. საერთო ჯამში

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა  რიცხვი 4 მილიონს უახლოვდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ამ დროისთვის მხოლოდ მათ მესამედს შეადგენს. ინფიცირებულთაგან 1 მილიონ 260 ათასზე მეტი აშშ-ზე მოდის, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და 75 ათასს აჭარბებს.