COVID-19 - ვითარება თეთრიწყაროს მკაცრი კარანტინის ზონაში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევებია. კორონავირუსის ახალი დადასტურებული ფაქტებიდან ოთხი სწორედ აქ დაფიქსირდა. შემთხვევები უკვე ცნობილ სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებულების ოჯახის წევრები არიან. დღის ბოლომდე თეთრიწყაროში კარანტინში მყოფი პირების ტესტის პასუხებსაც ელიან.