COVID-19 - ვითარება რეგიონში

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო ერთ დღეში. ინფექცია სულ 449 834 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 144 ადამიანი , 8 057 კი განიკურნა.

სომხეთში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში, შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 11 817 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 513 ადამიანი, გარდაიცვალა სულ 183 პაციენტი.

თურქეთში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 21 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ 19“-ით 4 630 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორი ადამიანი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი