COVID-19 - ვითარება რეგიონში

სომხეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 31 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. სამით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა.

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.

რუსეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება, განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში  პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლენილია ინფიცირების 995,000-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 810 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 176 პაციენტი გარდაიცვალა.

თურქეთში კოვიდ-19-ის დაინფიცირების 1 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 6 326-ს აღწევს.

დატოვე კომენტარი