COVID-19 – ვითარება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში

12:18, 19.06.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი ბათუმიდან გადაიყვანეს. 41 წლის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. გადაყვანა პაციენტის სურვილით მოხდა. სტაციონარში ამ დროისთვის კოვიდ-19-ის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსგავსი