COVID-19 - ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 216 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 41-ს გამოუვლინდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 114 პაციენტი რჩება, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. ორი დღის წინ, სამედიცინო დაწესებულებაში 90 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 286 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა 369 ადამიანი, ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.