COVID-19 - ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში. გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 442 ადამიანს ჩაუტარდა. ოკუპირებული რეგიონის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 161 პირი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 25 – ის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ დროის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების 6511 ფაქტია აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 4645 პაციენტი, დაღუპულია 87 ადამიანი.