COVID 19 - ვითარება მსოფლიოში

აშშ-ის ხელისუფლებას ახლა ორი გამოწვევა აქვს – ფლოიდის გამო დაწყებული მასობრივი პროტესტის ჩაცხრობა და „კოვიდ 19“-თან ბრძოლა, რომელსაც უკონტროლო აქციები კიდევ უფრო ართულებს.

სწორედ ამერიკაშია ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება – ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად საშუალოდ 20 000-ს აღწევს და ამ ნიშნულის დაწევა ჯერ ვერ ხერხდება.

დაავადებულთა რაოდენობა სულ უფრო მზარდია მეზობელ სომხეთში. ახალი კორონავირუსი ქვეყნის პრემიერს და მისი ოჯახის წევრებსაც დაუდგინდათ. დამაიმედებელი ტენდენცია არც რუსეთშია. ეპიდ-სურათის სიმძიმის მიუხედავად, დაავადების გავრცელების ეპიცენტრში მყოფი ქვეყნები შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას არ ერიდებიან.

მკაცრი ზომების შერბილების პარალელურად სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა ირანსა და ინდოეთში.