COVID 19 - ვითარება მსოფლიოში

ვითარება მძიმეა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ტემპები და არეალი ყოველდღიურად იზრდება.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ეპიდემიოლოგიური სურათის დამძიმებას აფრიკასა და აზიაშიც ვარაუდობენ. ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორია მუშაობს. აშშ-ის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტი ვაქცინის შექმნის სავარაუდო თარიღად 2021 წლის დასაწყისს ასახელებს. ვაქცინაციის დაწყებამდე კი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე 12 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. კარანტინის ხელახლა შესაძლო ამოქმედების გამო ვითარება ისევ დაძაბულია სერბეთში.