COVID 19 - ვითარება მსოფლიოში

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა აშშ-ში.

დღეს „კოვიდ-19“ 60 000-მდე ადამიანს გამოუვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ამ მონაცემის მიუხედავად, პრეზიდენტი უკვე მოხსნილი შეზღუდვების თავიდან ამოქმედების ალბათობას გამორიცხავს. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში ექცევა მონტენეგრო, რომელიც დღემდე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება სერბეთში, სადაც ისევ საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებაზე ფიქრობენ. ამის გამო ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

დატოვე კომენტარი