COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 10 მილიონს უახლოვდება. ვირუსს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონ ნახევარს გადააჭარბა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვირუსს უკვე 125 ათასი ადამიანი შეეწირა. მილიონ 300 ათასს აღემატება ინფიცირებულთა რიცხვი ბრაზილიაში, სადაც გარდაცვლილთა ოდენობა 60 ათასს უახლოვდება.  რეკორდულად იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი ინდოეთში, სადაც მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 20 ათასამდე ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ქვეყანას ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირებული ჰყავს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა მონაცემებს, კოვიდ-19 მსოფლიოში უკვე  ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.