COVID 19 - ვითარება მსოფლიოში 

ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება აშშ-ში. ამიტომ ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციებს ამკაცრებენ.

100 მილიონამდე ადამიანისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. პრეზიდენტის განკარგულება ვრცელდება ფედერალურ უწყებებზე და ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სამედიცინო დაწესებულებებზე. ასევე მსხვილი კომპანიები ვალდებულები ხდებიან, რომ დასაქმებულებს აცრა ან ყოველ კვირას ტესტის ჩაბარება მოსთხოვონ. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა ზრდას სასწავლო სეზონის დაწყებას უკავშირებენ. ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ბავშვებში ფიქსირდება. ვაქცინაციის კუთხით მოთხოვნებს ამკაცრებს ევროპის ქვეყნების ნაწილიც. იზრდება იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენაა საჭირო.

ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების გამო ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვებს არბილებს. დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, სადაც მოსახლეობის 73%-ის აცრის შემდეგ ყველანაირი შეზღუდვა იხსნება.