COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

ჯანდაცვის ექსპერტები კორონავირუსის „დელტა“ შტამს მსოფლიოს ყველაზე დიდ რისკად მიიჩნევენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზით, უფრო მეტად გადამდები ინდური ვარიანტი მომდევნო თვეებში ყველა ქვეყანაში დომინანტი გახდება. ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ში ახალი შემთხვევების 83 პროცენტს სწორედ „დელტა“ შტამი შეადგენს, მძიმე შემთხვევების 97 პროცენტი კი, აუცრელ ადამიანებზე მოდის. ევროპის, აშშ-ის, აზიისა და სხვა რეგიონების ლიდერები მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული ახალი მოთხოვნები, ზოგიერთ ქვეყანაში მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება.