COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

ადამიანები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს, შეიძლება კვლავ იყვენენ ვირუსის მატარებლები. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ  მოუწოდებს. ინფორმაცია ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. ამის პარალელურად ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციტივით, რომ კოვიდ-19-ზე აცრილ ადამიანებს მოგზაურობის უფლება ჰქონდეთ, თუ ისინი  „ვაქცინაციის სერტიფიკატს“ წარადგენენ. მისი თქმით, ეს წესი მთელ ევროპაში უნდა გავრცელდეს. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ  ეპიდვითარების,  სიტუაცია ამ დრომდე რთულია. ვითარება საყურადღებო ხდება   ჩინეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში, მარტის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.    ბრაზილიაში კი ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.