COVID 19 – ვითარება მსოფლიოში

21:35, 07.12.2020

მთელი მსოფლიო ახლა ხვალინდელ დღეს ელოდება.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება იწყება. ამერიკულ-გერმანულიპფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას პირველ ეტაპზე მედიკოსებს, ასაკოვნებს და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს გაუკეთებენ. მსოფლიო ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფო პირველია, რომელმაც 95%-იანი ეფექტურობის მქონე ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ში კი ვაქცინა ჯერ ავტორიზაციის პროცესს გადის. ამ პროცედურის დასაწყებად ემზადება კიდევ ერთი წარმატებული ეფექტის მქონე ვაქცინა, რომელიც ამერიკულმა კომპანია „მოდერნამ“ შექმნა.

მსგავსი