COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

ევროპა ზომებს ამკაცრებს. კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის გაუმჯობესება და სიტუაციის შედარებით დასტაბილურება ჯერ ვერცერთ ქვეყანაში ვერ ხერხდება. დაავადების გავრცელების დინამიკა დაღმასვლის ნაცვლად, აღმავალია. ევროპის წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულ ზღვარზეა. თუმცა შეზღუდვების გამკაცრებას თან სდევს პროტესტიც. ბერლინი დღეს საპროტესტო აქციებმა მოიცვა. უმძიმესი ვითარებაა აშშ-შიც. ახლა მთელი მსოფლიო იმედს ორ ვაქცინაზე ამყარებს, რომლებიც წარმოებაში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ჩაეშვება.

დატოვე კომენტარი